Belive

მატიპისთვის სეზონი დასრულდა - ლივერპულის მცველმა მძიმე ტრავმა მიიღო

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მერსისაიდული გრანდის ლაზარეთში უსიამოვნო მატებაა. ჯოელ მატიპმა "ფულჰემთან" გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. მოგვიანებით ჩატარებული კვლევებით დადასტურდა, რომ ცენტრალურმა მცველმა აქილევსის მყესები გაიწყვიტა - რაც იმას ნიშნავს, რომ მატიპისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა.

ჯოელ მატიპის ტრავმის სირთულეზე, იურგენ კლოპმა ისაუბრა და დაადასტურა, რომ მატიპი სეზონის ბოლომდე ვერ დაბრუნდება. ცენტრალური მცველის მდგომარეობას ის ვითარებაც ამძიმებს, რომ მატიპს "ლივერპულთან" მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ივნისში ეწურება.

"ლივერპულის" ლაზარეთში ალისონი, სტეფან ბაიკეტიჩი, დიოგო ჟოტა, ენდი რობერტსონი, ტიაგო ალკანტარა და ჯოელ მატიპი იმყოფებიან.

სხვა სტატიები