ახალი ისტორიის დასაწყისი - მამარდაშვილი ლივერპულისკენ მიფრინავს!
2024/25 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ფეხბურთელი აღარაა. ქართველი მეკარე "მესტალიას" ემოციური წერილით გამოემშვიდობა და მისმა კარიერულმა გზამ "ნისლიანი ალბიონისკენ" გადაინაცვლა. მამარდა თუ ალისონი? ბრიტანული მედია ამ კითხვას უფრო და უფრო ხშირად სვამს.
ერთი მხრივ, ლივერპულს აქვს ფუფუნება, ჰყავდეს მსოფლიო დონის ორი მეკარე, თუმცა მეორე მხრივ, არის დილემა: ორივე მათგანი ძირითადი შემადგენლობაში თამაშს იმსახურებს.
რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ გიორგი მამარდაშვილის ლივერპულური კარიერა სწორედ ხვალიდან დაიწყება, რადგან ამ წუთებში, საქართველოს ნაკრების 24 წლის მეკარე, ლივერპულის მიერ გაგზავნილი პირადი ჯეტით აგენტთან - ლევან სეთურიძესთან ერთად ინგლისში მიემგზავრება.
გიორგი მამარდაშვილი და ლევან სეთურიძე ინგლისისკენ მიემართებიან
ფოტოს სოციალურ ქსელში GEO TEAM ავრცელებს.
გასულ ზაფხულში, ლივერპულმა მამარდაშვილი დაჩქარებით შეიძინა. მას თვეების განმავლობაში აკვირდებოდნენ, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე თავის გამოჩენის შემდეგ, ინგლისურმა კლუბში კარგად იცოდნენ, რომ მისი შეძენით სხვა გუნდებიც დაინტერესდებოდნენ. ამას ისიც ემატებოდა, რომ ალისონის შეძენა საუდის არაბეთის კლუბებსაც სურდათ.
მამარდაშვილი არის მეკარე, რომელიც ლივერპულის სათამაშო სტილს აუცილებლად მოერგება. სწორედ ამიტომ ხედავს ლივერპული მასში მომავალს.