Belive

მატიჩმა მანჩესტერ იუნაიტედის ყველაზე უდისციპლინო ფეხბურთელები დაასახელა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანგული ,,რენის'' ნახევარმცველმა, ნემანია მატიჩმა, YuPlanet-თან ინტერვიუში თქვა, რომ ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' თამაშისას, ვარჯიშებზე ყველაზე ხშირად პოლ პოგბა და ჯეიდონ სანჩო აგვიანებდნენ.

სერბმა ასევე აღნიშნა, რომ პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, ,,ჩელსისა'' და ,,იუნაიტედის'' ფეხბურთელებს შორის დიდი სხვაობა იყო:

,,ჩელსიში ფეხბურთელები პროფესიონალურად იქცეოდნენ, პუნქტუალურები იყვნენ და ვარჯიშებზე არასდროს აგვიანებდბენ... იუნაიტედში კი ეს თითქმის ყოველდღე ხდებოდა!

ფეხბურთელებს შორის, რომლებიც ხშირად აგვიანებდნენ, პოლ პოგბა და ჯეიდონ სანჩო იყვნენ. ჩვენ, დანარჩენები, რომლებიც ვარჯიშებზე დროულად მივდიოდით, გაბრაზებულები ვიყავით, ამიტომ გადავწყვიტეთ, ერთგვარი დისციპლინური კომიტეტი შეგვექმნა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი.

ფურცელზე იმ ფეხბურთელების გვარები ჩამოვწერე, რომლებიც ვარჯიშზე დაგვიანებით მოდიოდნენ. ერთი სეზონის განმავლობაში მათი დაჯარიმებით დაახლოებით 85 ათასი ევრო შევაგროვეთ. ვაპირებდით, რომ ამ თანხით ლონდონში წვეულება მოგვეწყო, მაგრამ კოვიდის გამო ვერ შევძელით. - ნემანია მატიჩი

ნემანია მატიჩი ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' 2017-2022 წლებში თამაშობდა. სერბმა ,,წითელი ეშმაკების'' მაისურით ჩატარებულ 189 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები