მატიას დე ლიხტი მიუნხენის ბაიერნში ითამაშებს
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ტურინის ,,იუვენტუსის'' ყოფილი მცველი, მატიას დე ლიხტი კარიერას ,,ბაიერნში'' გააგრძელებს. ინფორმაციას ,,რეკორდმაისტერის'' ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 22 წლის ფეხბურთელმა მიუნხენურ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ,,ბაიერნს'' ნიდერლანდელის ტრანსფერი 70 მილიონი ევრო დაუჯდა, რასაც ბონუსების სახით 10 მილიონი დაემატება.
,,ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდი გუნდის ფეხბურთელი გავხდი. ბაიერნი არის ყველაზე წარმატებული კლუბი გერმანიაში და, ასევე, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი ევროპასა და მსოფლიოში. მწვრთნელისა და სპორტული ხელძმღვანელობის მხრიდან დაფასება თავიდანვე ვიგრძენი,'' - განაცხადა დე ლიხტმა.დე ლიხტი ,,იუვენტუსში'' 2019 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში ცენტრალურმა მცველმა ტურინული გუნდის მაისურით ჩატარებულ 42 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
Suits you perfectly, @mdeligt_04! ☀️🤍#ServusDeLigt pic.twitter.com/XGaA7PT53S — FC Bayern Munich (@FCBayernEN) July 19, 2022