Belive

მატიას დე ლიხტი მანჩესტერ იუნაიტედში ითამაშებს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და მიუნხენის "ბაიერნმა" მატიას დე ლიხტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. 24 წლის ცენტრალური მცველი ინგლისურ გრანდში 45-მილიონ ევროიანი გარიგებით გადავა, რასაც 5 მილიონი ბონუსად დაემატება.

ნიდერლანდელი, რომელსაც აქამდე "აიქსსა" და "იუვენტუსშიც" უთამაშია, ოლდ ტრაფორდზე 5 წელს გაატარებს და კონტრაქტი კიდევ 1 წლით გახანგრძლივების საშუალებასაც ითვალისწინებს.

ბაიერნმა მიიღო შეთავაზება ნუსარ მაზრაუის თაობაზეც. ფეხბურთელი 17 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დატოვებს მიუნხენურ კლუბს და იუნაიტედს შეუერთდება.

სხვა სტატიები