მატერაცი: "ამდენი წლის შემდეგ ზიდანთან სიამოვნებით ვისაუბრებდი"
18 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მარკო მატერაციმ განაცხადა, რომ აღარ ითხოვს ბოდიშს იმის გამო, რაც მასსა და ზინედინ ზიდანს შორის 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მოხდა. იტალიელი ყოფილი ფეხბურთელის თქმით, 18 წელი გავიდა და ზიდანთან ერთხელაც არ უსაუბრია, ახლა კი ამას სიამოვნებით დათანხმდებოდა.
არც იმ დღემდე და არც იმის შემდეგ, ზიდანთან არ მისაუბრია. ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობა. მე მას პატივს ვცემ, როგორც უდიდეს ფეხბურთელსა და მწვრთნელს, რომელმა მიჯრით 3 ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ახლა, როცა ამდენი წელი გავიდა, აღარ ველი ბოდიშს. სიამოვნებით მექნებოდა მასთან კარგი ურთიერთობა და გავესაუბრებოდი. - განაცხადა მარკო მატერაციმ
ზიდანმა თავისი დიდებული კარიერა სწორედ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა. მატერაცისთან კონფლიქტისას მან იტალიელს თავი ჩაარტყა და მოედნიდან გააძევეს, იტალიამ კი საფრანგეთს პენალტების სერიაში მოუგო.
52 წლის ზიდანმა "რეალს" 3 ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, ახლა კი უკლუბოდაა და შესვენება აქვს. მის კანდიდატურას საფრანგეთის ნაკრებს უკავშირებდნენ, თუმცა ფედერაციამ დიდიე დეშამს 2026 წლამდე გაუხანგრძლივა კონტრაქტი.