Belive

მატჩის საუკეთესო მოთამაშე - მამარდამ ვალენსიას რეალთან მოაგებინა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი მამარდაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ლა ლიგის 30-ე ტურში სამეფო კლუბმა "ვალენსიას" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. სხვათაშორის, 17 წლის შემდეგ, ღამურებმა სანტიაგო ბერნაბეუზე პირველად მოიგეს.

შეხვვედრა გიგორგი მამარდაშვილის სრულ ბენეფისად იქცა. მე-13 წუთზე მის კარში დანიშნული პენალტი ვინისიუს ჟუნიორმა შეასრულა და ქართველმა მარტივად, ფეხით მოიგერია, 2 წუთში კი დიახაბიმ საპირისპირო კარში გაიტანა და სტუმრები დაწინაურდნენ.

მთელი თამაშის განმავლობაში მამარდაშვილს 8 სეივი ჰქონდა და აქედან რამდენიმე ურთულესი იყო. 70-ე წუთზე ვალვერდეს საოცარი ბურთი აუღო, ბოლო წუთზე ერთი-ერთზე დარჩენილ რუდიგერსაც არ გაატანინა.

ვინისიუსმა ანგარიში 50-ე წუთზე გაათანაბრა, უგო დუურომ კი გამარჯვების გოლი 95-ზე შეაგდო. გიორგი მამარდაშვილი მატჩის ულაპარაკო გმირი და საუკეთესო მოთამაშე გახდა - მისი შეფასება 8.2-დან 8.5-დეა.

ვალენსია მე-15 ადგილამდე დაწინაურდა და ლა ლიგაში დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, რეალი კი "ბარსელონას" 3 ქულით ჩამორჩება და კატალონიელებს 1 მატჩი მარაგში აქვთ.

სხვა სტატიები