ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში, "ვალენსიამ" "კადისს" უმასპინძლა და უგოლო ფრე ეთამაშა (0:0).
"მესტალიაზე" გამართულ დაპირისპირებაში, მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში უკვე ზედიზედ მე-9 შეხვედრაში იყო საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც მიჯრით მეხუთე მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. აღნიშნული რამ ქართველმა მეკარემ ლა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში უკვე მეშვიდედ მოახერხა, რასაც კოპა დელ რეის ნახევარფინალში გოლის არ გაშვება ემატება.
"დინამო თბილისის", "ლოკომოტივის" და "რუსთავის" ყოფილი მეკარის მორიგი დამაჯერებელი თამაში ლა ლიგამაც აღიარა და ესპანეთის ჩემპიონატისგან ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის მეფის წოდება დაიმსახურა.
რაც შეეხება სტატისტიკურ გამოცემებს, მათ მამარდაშვილის თამაში შეხვედრაში მეორე ყველაზე მაღალი კოეფიციენტით, 7.3-ით შეაფასეს, რითაც იგი მხოლოდ თანაგუნდელ გაბრიელ პაულისტას ჩამორჩა.
გიორგი მამარდაშვილის დეტალური სტატისტიკა "კადისთან" მატჩში: