Belive

მატჩის გმირი კვერნაძე - ფროზინონემ ქართველის გოლით მოიგო!

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია B-ს 21-ე ტურის პრინციპულ მატჩში, ფროზინონე რეჯიანას დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი გიორგი კვერნაძემ გაიტანა - ფროზინონეს ქართველმა შემტევმა მეტოქის კარი 57-ე წუთზე აიღო. კვერნაძემ მოედანზე 86 წუთი გაატარა და ორივე გუნდის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

სტატისტიკის მწარმოებელმა ავტორიტეტულმა პლატფორმებმა გიორგი კვერნაძის თამაში შემდეგნაირად შეაფასეს:

  • Flashscore: 7.7 (საუკეთესო)

  • Sofascore: 8.0 (საუკეთესო)

ფროზინონემ 21 ტურის შემდეგ 45 ქულა დააგროვა და სერია B-ს სატურნირო ცხრილის სათავეშია. კვერნაძის გუნდი მომდევნო მატჩს 31 იანვარს, ენტელას წინააღმდეგ გამართავს.