Belive

მატჩი უკრაინისთვის - შევჩენკოსა და ზინჩენკოს გუნდებში არაერთი ლეგენდა ითამაშებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

5 აგვისტოს, ლონდონში, ,,სტემფორდ ბრიჯზე'', ანდრეი შევჩენკოსა და ოლექსანდრ ზინჩენკოს გუნდებს შორის, უკრაინის დასახმარებლად, საქველმოქმედო მატჩი გაიმართება.

უკვე ცნობილია, რამდენიმე ლეგენდარული ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.

შევჩენკოს გუნდში სამუელ ეტო'ო, ფაბიო კანავარო, ლუკა ტონი, კლოდ მაკელელე, დიდა და ზეედორფი ითამაშებენ, ზინჩენკოს გუნდში კი, რომელსაც არსენ ვენგერი უხელმძღვანელებს, პატრიკ ვიეირა, რობერტ პირესი, ჟერარ პიკე, რობი კინი, ედგარ დავიდსი და სხვები.

როგორც Game4Ukraine-ს ვებგვერდზე წერია, ზინჩენკოს გუნდში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, შოთა არველაძეც ითამაშებს.

სხვა სტატიები