Belive

უკრაინის ნაკრები საქართველოს ცუდ მდგომარეობაში ხვდება

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უკრაინის ეროვნულ ნაკრებს, ერთა ლიგის ეგიდით, ოქტომბერში 2 მატჩის გამართვა მოუწევს. პირველი საქართველოსთან, 11 ოქტომბერს გაიმართება და როგორც უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, მათ გუნდში ყველაფერი რიგზე არ არის. საკადრო პრობლემებია როგორც ტრავმირებულთა კუთხით, ასევე გაუგებარი მიზეზების გამოც.

უკრაინის ნაკრები ოქტომბრის მატჩებს უდიდესი რეპუტაციის მქონე ორი ფეხბურთელის გარეშე ჩაატარებს. სერგეი რებროვი არ აპირებს გამოიძახოს ოლექსანდრ ზინჩენკო და ანდრეი იარმოლენკო. გადაწყვეტილება "არსენალის" ფეხბურთელთან დაკავშირებით საკმაოდ ლოგიკურია, რადგან ბოლო კვირების განმავლობაში, ზინჩეკო სარეაბილიტაციო კურსს გადის, მაგრამ უკრაინის 7-იანის, იარმოლენკოს არყოფნა დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს - ვკითხულობთ კიევის "დინამოს" ოფიციალურ ვებ-გვერდზე

შეგახსენებთ, რომ უკრაინა საქართველოსთან, ალბანეთთან და ჩეხეთთან ერთად, ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფშია. ჩატარებულ 2 შეხვედრაში უკრაინა 0 ქულით ბოლო ადგილზეა, რებროვის გუნდი ჯერ ალბანეთთან 2:1 დამარცხდა, შემდეგ კი ჩეხეთთან წააგო (3:2). ჯგუფს საქართველოს ნაკრები 6 ქულით ლიდერობს.