Belive

მასიმილიანო ალეგრი მილანის მთავარი მწვრთნელი გახდება

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მასიმილიანო ალეგრის დიდი ალბათობით მილანის მთავარ მწვრთნელად ვიხილავთ, სანამ როსონერის ვარიანტი გამოჩნდებოდა იტალიელ სპეციალისტს ნაპოლის უკავშირებდნენ. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა თუკი ანტონიო კონტე ნაპოლის დატოვებდა, მაგრამ ნეაპოლური გუნდი ყოყმანობს და მილანმა სწორედ ამ სიტუაციით ისარგებლა.

Sportmediaset-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალეგრიმ მილანთან 3-წლიან და სეზონში 5 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტს უკვე ხელი მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრი მილანს 2010-დან 2014 წლამდე წვრთნიდა, მისი თავკაცობით როსონერიმ 2010/11 წლების სეზონში სერია A, ხოლო 2011/12-ში იტალიის სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები