Belive

"მას ჩემი მოკვლა უნდა" - გაბრიელ ჟესუსს ზინჩენკოსი "ეშინია"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"არსენალის" შემტევი გაბრიელ ჟესუსი ამბობს, რომ ოლეკსანრდ ზინჩენკოს, "ხუმრობის მეფეს", მისი "მოკვლა" სურს.

ბრაზილიელი და უკრაინელი ფეხბურთელები ერთი სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდნენ ლონდონურ კლუბს. აქამდე ისინი "მანჩესტერ სიტის" ღირსებას იცავდნენ და კლუბთან ერთად არაერთი ტიტულიც მოიგეს. გაბრიელი და ოლეკსანდრი ერთმანეთის საკმაოდ ახლო მეგობრები გახდნენ და ერთად დროს ხშირად ატარებენ.

Footballers Lives-თან საუბრისას ჟესუსმა ზინჩენკოსთან ურთიერთობაზე ისაუბრა:

"ვფიქრობ, ალექსი ხუმრობის მეფეა. ყოველთვის ვიღაცასთან ხუმრობს. ერთ დღეს ხუმრობდა, რომ ოთხი პრემიერ ლიგა მხოლოდ მისი დამსახურებით მოიგო გუნდმა. ზინი იმასაც ამბობს, რომ "ვილასთან" შემობრუნებული შეხვედრაც მისი დამსახურებაა, რადგან სწორედ მას მოჰქონდა ბურთი შეტევაში. ის შემოვიდა და, პატიოსნად, მან ცოტათი შეცვალა თამაში, როგორც იცით, რადგან მიიღო ბურთი, შეტევა და საგოლე გადაცემა. ის ამით სულ ამაყობს. მე ვუთხარი: "კარგი, შენ მოგვაგებინე პრემიერ ლიგა, მაგრამ სეზონში მხოლოდ 20 შეხვედრა ითამაშე. მას ჩემი მოკვლა უნდა“. - ამბობდა ჟესუსი.

„მართალი გითხრათ, ჩვენ ერთმანეთთან ახლოს ვართ და მე ის ძალიან მიყვარს. ის ჩემი ახლო მეგობარია და მინდა ვთქვა, რომ მოლაპარაკებებში ისიც იყო ჩართული. გაბი სულ მიყვებოდა ამ საოცარი კლუბის, ატმოსფეროს და ბიჭების შესახებ. აქ ყოფნით მე ძალიან ბედნიერი ვარ. ” - განაცხადა ოლეკსანდრ ზინჩენკომ "არსენალში" გადაბარგებისას.

პრემიერ ლიგის სეზონი "არსენალისთვის" საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. "მეთოფეები" ცხრილის სათავეში არიან და უახლოეს მდევარს, "მანჩესტერ სიტის" 8 ქულით უსწრებენ.

სხვა სტატიები