მარტინესი: ,,მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რომეროს ვუთხარი, რომ თუ გააგდებდნენ, დავახრჩობდი''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, კრისტიან რომეროსთან საუბარი გაიხსენა:
,,რომეროს სისუსტის შესახებ ვიცი. მახსოვს, საფრანგეთთან, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, კილიან მბაპეს წინააღმდეგ ორივე ფეხით წავიდა... შესვენებაზე მაისურით დავიჭირე და ვუთხარი: ,,გთხოვ, შეწყვიტე უხეშობა! თუ გაგაგდებენ, დაგახრჩობ!''
ის ყოველთვის ასე თამაშობს, წითელი ბარათის ზღვარზეა.. მისი და ოტამენდის მთავარი თვისებების შესახებ ვიცი, რაც სიცოცხლეს მეც მძენს.'' - ემილიანო მარტინესი
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გახდა.
ემილიანო მარტინესი ტურნირის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.
🗣️ Dibu Martínez con @PolloVignolo en ‘Campeones: un año después’:
— dataref (@dataref_ar) December 11, 2023
"Sé la debilidad del Cuti. Recuerdo que en la final contra Francia fue con los dos pies contra Mbappé. Agarró la pelota, todo. Y en el entretiempo lo agarré de la camiseta y le dije: ‘Te llegan a echar y te cago… pic.twitter.com/ZXrTcI18G2