Belive

ლიონელ მესი ახალ ტურნირზე? ინტერ მაიამი ფიფამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიწვია

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ შესაძლებელია ახალ ტურნირზე ითამაშოს.

კონკრეტულად, საუბარია იმის შესახებ, რომ FIFA-მ ახალ ტურნირზე, რომელიც კლუბებს შორის გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის სახელწოდებას მიიღებს და 2025 წელს ამერიკაში გაიმართება, "ინტერ მაიამი" დაპატიჟა.

ლიონელ მესის, ლუის სუარესის, სერხიო ბუსკეტისისა და ჟორდი ალბას გუნდი ტურნირზე როგორც მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი, ისე იქნება წარმოდგენილი.

ტურნირი, რომელზეც მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს, 2025 წლის ზაფხულში, აშშ-ში გაიმართება, რაც შეეხება 8 ოქროს ბურთის მფლობელს, მას ამერიკულ გუნდთან კონტრაქტი 2025 წლის დეკემბრამდე აკავშირებს.

რამდენიმე დღის წინ, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანმა ფეხბურთელმა, ეს წოდება კიდევ უფრო მეტად გაიმყარა და 46-ე ტიტული მოიგო.

სხვა სტატიები