მარსელოს 15 წლის შვილი ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის'' ყოფილი ფეხბურთელის, მარსელოს 15 წლის შვილი, ენცო ალვეშ ვიეირა ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.
ენცოს, რომელიც ,,რეალის'' საკუთრებაა, ესპანეთის 15 და 16-წლამდელთა ნაკრებებშიც აქვს ნათამაშები.
,,სამეფო კლუბის'' აკადემიაში თავდამსხმელმა პირველ 100 მატჩში 105 გოლის გატანა შეძლო, რის გამოც ესპანურმა გამოცემამ, მარკამ, მას ,,გოლების მანქანა'' უწოდა.
ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრები მარტში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 რაუნდში იასპარეზებს და პირველ შეხვედრას 19 მარტს, ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს.
¡EL HIJO DE MARCELO, CONVOCADO AL SUB 17 DE ESPAÑA!
— SportsCenter (@SC_ESPN) March 11, 2025
🇪🇸 Enzo Alves fue citado para disputar la Ronda 2 del Europeo de la categoría que se realizará en Albania
📌 El chico de 15 años, que eligió España por encima de Brasil, venía de estar en el Sub 16 pic.twitter.com/sIrAEbvIaX