Belive

მარსელომ შესაძლოა რეალი დატოვოს - ბრაზილიელს საფრანგეთში იწვევენ 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველმა, მარსელომ შესაძლოა, კარიერა საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. როგორც AS-ი იუწყება, 32 წლის ბრაზილიელის მიმართ ინტერესი "მონაკომ" გამოხატა. მონეგასკები მზად არიან "ბლანკოსების" ფეხბურთელს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზონ, სეზონში 6 მილიონ ევროიანი ხელფასით. ასეთი შემოსავალი "სევილიას" ყოფილი და "მონაკოს" ამჟამინდელი თავდამსხმელის უისამ ბენ იედერის ანაზღაურების ტოლფასია. ამჟამად ბრაზილიელი "სამეფო კლუბში" წელიწადში დაახლოებით 9 მილიონ ევროს იღებს. ასევე ვრცელდება, რომ ტურინის "იუვენტუსი" მზად არის ფრანგებს კონკურენცია გაუწიოს ფეხბურთელის გადაბირების საქმეში. მარსელოს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე ძალაშია. ბრაზილიელი "რეალში" 2007 წელს, "ფლუმინენსიდან" 6.5 მილიონ ევროდ გადავიდა. ამ სეზონში მარსელომ შვიდი მატჩი ჩაატარა მოედანზე ყველა ტურნირში, ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. 14 წლის განმავლობაში, მარსელომ ყველა შესაძლო ტიტული, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და 5-ჯერ ლა ლიგა.  

სხვა სტატიები