სერხიო რამოსი ლეგენდებს გაუთანაბრდა
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, "სევილიასა" და "პსვ"-ს დაპირისპირება შედგა. "რამონ სანჩეს პიხუანზე" გამართული დრამატული მატჩი, მასპინძლების მარცხით, 2:3 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "სევილიამ" ჯგუფიდან გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა.
აღსანიშნავია, რომ "სევილია" 2:0 იგებდა, მაგრამ, შემდეგ 3 უპასუხო გოლი გაუშვა. "პსვ"-ს კარში გატანილი პირველი გოლის ავტორი კი სერხიო რამოსი გახდა, რომელმაც უნიკალური შედეგი დააფიქსირა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებს გაუთანაბრდა.
სერხიო რამოსმა ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე, რიგით მე-16 გოლი გაიტანა, რითიც რობერტო კარლოსსა და ჟერარ პიკეს გაუთანაბრდა.
🏆 Sergio Ramos equals Roberto Carlos and Gerard Piqué as the defenders with the most Champions League goals…
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 29, 2023
16 goals in UCL ✨🇪🇺 pic.twitter.com/2wCADEsuWN