Belive

მარსელო ბიელსა ურუგვაის ნაკრებთან მოლაპარაკებებს მართავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარსელო ბიელსა ურუგვაის მწვრთნელობასთან ძალიან ახლოს არის. უკვე ორი კვირაა მხარეები მოლაპრაკებებს მართავენ და ახლა პროცესი დასკვნით ფაზაშია. ხოაკინ ბრუნოს მიხედვით, ბიელსამ და ურუგვაულმა მხარემ სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

ჩილეს შემდეგ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ბიელსა სამხრეთ ამერიკულ ნაკრებს ჩაიბარებს.

აქამდე მას ევერტონთან აკავშირებდნენ. ინგლისურ მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ მარსელო "ევერტონის" მწვრთნელად დაინიშნებოდა. როგორც ვრცელდებოდა ინფორმაცია, 67 წლის სპეციალისტი “ევერტონის” მფლობელის ფარჰად მოშირისთვის საუკეთესო ვარიანტი იყო.

სხვა სტატიები