მარსელო ბიელსა ურუგვაის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
მარსელო ბიელსა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა. ამჯერად, 67 წლის სპეციალისტი ურუგვაის საფეხბურთ ნაკრებს ჩაიბარებს. ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახამად, ბიელსასა და ურუგვაულ მხარეს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. ფედერაციის წარმომადგენელმა ხორხე კასალესმა დაადასტურა, რომ "ლიდსის" ყოფილი მწვრთნელი კონტრაქტს უახლოეს საათებში მოაწერს ხელს.
Marcelo Bielsa is back — he’s set to sign as new coach of Uruguay national team. Done deal as full verbal agreement has been finally reached. 🚨⚪️🇺🇾 #Uruguay
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 11, 2023
Federation member Jorge Casales has confirmed that former OM and Leeds boss will sign the contract in the next hours. pic.twitter.com/HXDXd21Ow7
ჩილეს შემდეგ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ბიელსა სამხრეთ ამერიკულ ნაკრებს ჩაიბარებს.
აქამდე მას ევერტონთან აკავშირებდნენ. ინგლისურ მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ მარსელო “ევერტონის” მწვრთნელად დაინიშნებოდა. როგორც ვრცელდებოდა ინფორმაცია, 67 წლის სპეციალისტი “ევერტონის” მფლობელის ფარჰად მოშირისთვის საუკეთესო ვარიანტი იყო.