მარსელინო: "კარგ ფორმაში ვართ, გულშემატკივრის იმედი გვაქვს და გამარჯვების გვჯერა"
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეორე ტურში, ტურინის იუვენტუსთან მატჩის წინ, ვილიარეალის მთავარი მწვრთნელი, მარსელინო მოახლოებულ შეხვედრაზე საუბრობს.
"ამ ეტაპზე ყველა გუნდი მშენებლობის პროცესშია. ჩვენ არ გვჯერა, რომ იუვენტუსი რეკონსტრუქციას გადის. ჩვენი მეტოქე შესანიშნავი გუნდია, მაღალი დონის მოთამაშეებით. მათ შემადგენლობაში მცირე ცვლილებები შეიტანეს და იგივე მწვრთნელი ჰყავთ, რომელიც გასულ წელსაც მუშაობდა გუნდში. თუ ვინმე ახალ ფეხბურთელებს ათამაშებს, ეს ჩვენ ვართ. ამის საბაბად გამოყენება ჩემთვის მიუღებელია.
ლონდონში, ტოტენჰემთან ვაჩვენეთ რომ თამაში ყველასთან შეგვიძლია. ახლა იტალიის ყველაზე ტიტულოვან გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ საშინაო კედლებში ვთამაშობთ, კარგი სათამაშო ფორმა გვაქვს, ჩვენი გულშემატკივრის იმედი გვაქვს და წარმატების გვჯერა", - ამბობს გიორგი მიქაუტაძის გუნდის მთავარი მწვრთნელი.
ვილიარეალი ტურინის იუვენტუსს 1 ოქტომბერს, საშინაო კედლებში, ლა სერამიკაზე შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.