Belive

მაროკოს წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

2022 წლის დასკვნით მატჩში, მაროკოს ნაკრების წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნულ გუნდს, ერთ-ერთი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია ზურგის ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად, ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში, სანდრო ალთუნაშვილი იხმო.

14 ნოემბერს საქართველოს ეროვნული გუნდი პირველად შეიკრიბება და თბილისში, ილია კოკაიას სახელობის "ზესტაფონის" ბაზაზე ივარჯიშებს, 15-ში კი არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში გაემგზავრება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 17 ნოემბერს გასამართი შეხვედრისთვის ასეთია:

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი).

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), ჯემალ ტაბიძე ("დინამო", თბილისი), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი).

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), გიორგი გოჩოლეიშვილი („საბურთალო“, თბილისი, საქართველო), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე („ანკარაგუჯუ“, ანკარა, თურქეთი), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი).

საქართველოსა და მაროკოს ნაკრებების დაპირისპირება 17 ნოემბერს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები