Belive

მარკუს სორგი: "იამალი ახლა სწავლობს ბრბოსგან თავდაცვას"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სეზონის პირველი 'ელ კლასიკო' რეალ მადრიდის გამარჯვებით დასრულდა (2:1). 'სანტიაგო ბერნაბეუზე' ჰანსი ფლიკი ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს მატჩს (დისკვალიფიკაციის გამო), მის ნაცვლად კი ბარსელონას თამაშს მარკუს სორგი უძღვებოდა. დროებითმა მწვრთნელმა, წაგებული შეხვედრის შემდეგ, ძირითად ლამინე იამალის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა.

ლამინესთვის რთული დღე გამოვიდა. შესვენებაზე ვისაუბრეთ მისი უფრო მეტ პირისპირ სიტუაციაში ჩაყენების აუცილებლობაზე, მაგრამ პირველ ტაიმში ასეთი სიტუაციები ბევრი არ გვქონდა და იგივე მოხდა მეორე ტაიმშიც.

ისინი კარგად იცავდნენ თავს და ამას უნდა შევეგუოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მან ყველაფერი სცადა.

შესაძლოა, ცოტა დაძაბულიც იყო. ის ახლა სწავლობს ბრბოსთან, მაყურებლების შეძახილებთან და სასტვენებთან გამკლავებას და ეს პროცესის ნაწილია. გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვიცი, ვინ დაიწყო ჩხუბის პროვოცირება, გუნდის სკამებს შორის დიდი რაოდენობით ხალხი იყო და ბევრის ხმა ისმოდა.

ჩვენ ყველაფერი ვცადეთ. საბოლოოდ მხოლოდ ორი მცველით ვითამაშეთ და ჩვენი მიზანი მეტი შესაძლებლობის შექმნა იყო. ვიცოდით, რომ ისინი ყოველთვის კარგები არიან კონტრშეტევებზე. საბოლოოდ, მეორე გოლის გასატანად საკმარისი შანსები ვერ შევქმენით.

ლევანდოვსკი და რაფინია გვენატრება, მაგრამ ტრავმები ფეხბურთის ნაწილია. არაუხოს მოედანზე შეყვანა ემსახურებოდა იმას, რომ შეტევაში ფეხბურთელთა რაოდენობა გაგვეზარდა. - განაცხადა მარკუს სორგმა

წინა სეზონში, ბარსელონამ რეალს ოთხივე ელ კლასიკო მოუგო, ამიტომ 'სამეფო კლუბისთვის' და პირადად ალონსოსთვის, ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. შეხვედრას წინ უძღოდა დაძაბულობაც, რაც ლამინე იამალის უხეშმა რეპლიკებმა გამოიწვია - მატჩის დასრულების შემდეგ ამ ამბავს გაგრძელება და მცირე კონფლიქტებიც მოჰყვა.

მე-10 ტურის შემდეგ, რეალი ცხრილის პირველ ადგილზეა და ბარსელონას 5 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები