Belive

მარკოს სილვას საშინელი სტატისტიკა პრემიერლიგაში

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ევეტონის" მთავარი მწვრთნელი, მარკოს სილვა "პრემიერლიგაში" ნაჩვენები სტატისტიკით ნამდვილად ვერ იამაყებს.  პორტუგალიელი სპეციალისტი წლების განმავლობაში სხვადასხვა გუნდის თავკაცად მუშაობდა. მათ შორის იყო "ჰალი", "უოტფორდი" და ახლა "ევერტონი". მარკოს სილვა პრემიერლიგის ისტორიაში ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც სამ სხვადასხვა გუნდში მუშაობის დროს თამაშში საკუთარ მოედანზე გაუშვა 6 და მეტი ბურთი. 2017 წელს სილვა "ჰალის" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა და მისი გუნდი "ტოტენჰემთან" 1:7 განადგურდა. იმავე წელს პორტუგალიელი "უოტფორდის" თავკაცად მოგვევლინა და "მანჩესტერ სიტისთან" გუნდმა 0:6 წააგო. კვირას, 23 დეკემბერს კი მისი მომზადებული "ევერტონი" საკუთარ კედლებში ისევ "ტოტენჰემთან" განადგურდა ანგარიშით 2:6. ამრიგად, მარკოს სილვამ შეძლო და სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად თამაშში, საკუთარ მოედანზე 6 და მეტი ბურთი გაუშვა.

სხვა სტატიები