Belive

მარკო ვერატი: "მე არ ვმალავ და ვაღიარებ, რომ ხშირად ვსვამ და ვეწევი..."

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და კატარული "ალ-არაბის" 30 წლის ნახევარმცველმა - მარკო ვერატიმ, თავისი ცხოვრების წესის შესახებ ისაუბრა და აღიარა, რომ იგი ხშირად მოიხმარს ალკოჰოლს და სიგარეტსაც ეწევა ხოლმე. 

"ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება და ცხოვრებისეული გზაა. ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის ფეხბურთი იყო, რომელსაც ალბათ დამეთანხმებით, რომ ზედმიწევნით კარგად ვასრულებ.

ფეხბურთის გარეთ კი, მე მაქვს ჩემი პირადი ცხოვრება, სადაც შემიძლია, რომ გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც მსურს.

ბავშვობიდან მქონდა იმის ფუფუნება, რომ თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად რესტორანში წავსულიყავი, დამელია და გამეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც მსურდა.

სამწუხაროდ, მე არ მესმის იმ ფეხბურთელების, რომლებიც იმალებიან, რადგან არ სურთ, რომ ვინმემ დაინახოს და შემდეგ კადრები გაუვრცელონ, თუ როგორ ისვენებენ და ატარებენ თავისუფალ დროს.

ყველას ჩვენი ცხოვრება გვაქვს, მე არაფრის დამალვას არ ვაპირებ, ვაღიარებ, რომ თავისუფალ დროს ვსვამ და ვეწევი..." - მარკო ვერატი

შეგახსენებთ, რომ მარკო ვერატი ხშირად არის შემჩნეული იმ ფაქტში, რომ იგი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 2 წლის წინ, იტალიელი ფეხბურთელი პარიზის პოლიციამ დააკავა და დააჯარიმეს, რადგან მის ორგანიზმში დასაშვებზე 2-ჯერ მეტი ალკოჰოლი აღმოაჩნდა. 

ასევე მარკო ვერატის არაერთი ფოტო არსებობს, სადაც იგი ეწევა. 

სხვა სტატიები