მარკო ვერატი იტალიის ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება
33 წლის მარკო ვერატი შესაძლოა იტალიის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდეს, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი ნიკოლო სკირა ავრცელებს. წყაროს ცნობით სკუადრა აძურას მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო ვეტარანი ნახევარმცველის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებისთვის გამოძახებას გეგმავს.
სკირა იუწყება, რომ ბოლო საათებში მხარეებს შორის პირდაპირი კონტაქტი შედგა და გავრცელებული ინფორმაციით პასუხი დადებითია. ვერატიმ დაადასტურა, რომ მზადაა კვლავ ჩაიცვას ეროვნული ნაკრების მაისური, ეს ფაქტი გასაკვირია, რადგან პარი სენ-ჟერმენის დატოვების შემდეგ ვეტერანმა კარიერა ყატარში გააგრძელა და ამის გამო ბევრი ფიქრობდა, რომ ვერატისთვის სანაკრებო კარიერა დასრულდა.
🚨 Excl. - Rino #Gattuso is ready to re-call Marco #Verratti in Italy National Team for the Playoff’s Games. Positive direct contacts in the last hours: the midfielder has given his availability to return to play for Italy National Team 🇮🇹
— Nicolò Schira (@NicoSchira) March 1, 2026
შეგახსენებთ, რომ მარკო ვერატიმ იტალიის ეროვნული ნაკრების მაისური 55-ჯერ მოირგო, რა დროშიც 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჯერჯერობით მისთვის ბოლო სანაკრებო მატჩი ნიდერლანდების წინააღმდეგ იყო, აღნიშნული შეხვედრა 2023 წლის 18 ივნისს გაიმართა.