Belive

მარკო როსი ვარგას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

შოტლანდიისა და უნგრეთის მატჩის 69-ე წუთზე, სტანდარტის დროს მძიმე შეჯახება მოხდა. ბარნაბას ვარგა კარიდან გამოსულ ანგუს განს დაეჯახა და მიწაზე უგონოდ დაეცა.

აშკარად ჩანდა, რომ ვარგას მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. როგორც ESPN წერს, 29 წლის შემტევმა სახის რამდენიმე ძვალი მოიტეხა. უნგრეთის მთავარი მწვრთნელის თქმით, შემტევი კარგად არის, თუმცა, რამდენიმე ოპერაციის ჩატარება მოუწევს. ბუნებრივია, რომ თუნდაც უნგრელებმა ფინალამდე მიაღწიონ, ბარნაბასი ვერცერთ შეხვედრაში ითამაშებს.

საკმაოდ გაურკვეველი სიტუაცია იყო. ზუსტად არ ვიცი მეკარეს შეეჯახა თუ მცველს. მოთამაშეებისგან მხოლოდ ის გავიგე, რომ იმ ეპიზოდის შემდეგ 'ბარნი' უგონოდ იყო. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ექიმები მოედანზე გვიან შევიდნენ. ალბათ ვერ გააცნობიერეს რამდენად მძიმე სიტუაცია იყო. საბედნიეროდ, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ 'ბარნის' საფრთხე აღარ ემუქრება. რა თქმა უნდა, თუ ასპარეზობას გავაგრძელებთ, ის გუნდის ნაწილი ვეღარ იქნება. - განაცხადა მარკო როსიმ

გარდა ამ მომენტისა, შოტლანდიისა და უნგრეთის მატჩი საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა. ყველაფერი თითქოს უგოლო ფრემდე მიდიოდა, თუმცა, მე-100 წუთზე უნგრეთმა გამარჯვების გოლის გატანა შეძლო. ბუნებრივია თანაგუნდელებმა ეს გოლი ვარგას მიუძღვნეს.

სხვა სტატიები