მარკო როისმა მესუთ იოზილზე ისაუბრა: "სამწუხაროა, რომ მას ჩავარდნა აქვს"
6 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"მიუხედავად იმისა, რომ მე მასთან ერთად მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში მაქვს ნათამაშები, იოზილი საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია." "ძალიან საწყენია ის ფაქტი, რომ იოზილმა ეროვნული ნაკრები დატოვა და მხოლოს საკლუბო ფეხბურთით არის დაკავებული. ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო სეზონების განმავლობაში მას მნიშვნელოვანი ჩავარდნა აქვს, თუმცა ის მაინც ერთ-ერთი საუკეთესო მეპასეა ფეხბურთის ისტორიაში. ის არის ნამდვილი გენიოსი თავის საქმეში, მას ერთი გადაცემით შეუძლია მთელი დაცვის გაჭრა და საკუთარი თანაგუნდელის ერთი-ერთზე გაყვანა. თითქმის 0-დან შეუძლია საგოლე მომენტის შექმნა და მე მიმაჩნია, რომ ეს არის ნამდვილი კლასი."შეგახსენებთ, რომ მესუთ იოზილმა სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ სკანდალური განცხადება გააკეთა: “როდესაც გუნდი იგებს, გერმანელი ვარ, მარცხისას კი იმიგრანტი ვხდები,” განაცხადა ოზილმა და გერმანიის საფეხბურთო ასოციაცია თურქული წარმოშობის გამო უპატივცემულობაში დაადანაშაულა. აღსანიშნავია, რომ არსენალის ფლეიმეიქერმა ილქაი გუინდოგანთან ერთად თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ფოტო გადაიღო, რამაც გერმანელ გულშემატკივრებში აგრესია გამოიწვია.
