გავიხსენოთ: მანუ ჩაოს სიმღერა, რომელიც მარადონას ეძღვნება (ვიდეო)
3 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
“მას ნაპოლის ქომაგებთან ურთიერთობა ფეხბურთს მიღმაც აკავშირებდა. ის უპირისპირდებოდა მაღალ კლასებს და ამბობდა, რომ ბუენოს აირესის ღარიბ უბნებში გაზრდილს, ნეაპოლის პრობლემების ზუსტად გაგება შეეძლო. ყველამ იცის, რომ “იუვესა” და “ნაპოლის” შორის დაპირისპირება არსებობს, მაგრამ ეს მხოლოდ მოედანზე ბრძოლა არაა: თამაში ასახავს მდიდარი, ბიზნესის მართვაზე ორიენტირებული საზოგადოებისა და სამხრეთელი, ღარიბი, მიგრანტი მოსახლეობის დაპირისპირებას. ყოველთვის, როდესაც სამუშაოდ იტალიის ჩრდილოეთში მივდიოდით, ჩვენ ჩაგვრის ობიექტი ვხდებოდით. და წარმოიდგინეთ, როდესაც მარადონამ “ნაპოლის” “სკუდეტო” მოაგებინა, მან ქალაქს სიამაყის შეგრძნება დაუბრუნა. ამიტომაც, ის არის ადამიანი და არა ფეხბურთელი", - ამბობს "ნაპოლის" ერთგული ქომაგი და ხელოვანი, ჯორიტი, რომელსაც ქალაქში მარადონას ამსახველი არაერთი გრაფიტი ეკუთვნის.2008 წელს, ემირ კუსტურიცამ მარადონაზე ფილმი გადაიღო: ფილმი იდეალურად ასახავს არგენტინელის ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს და მის ხასიათს. ფილმში ესპანური წარმომავლობის, საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი მომღერლის, მანუ ჩაოს სიმღერაც გვხვდება, რომელიც ცხადია, არგენტინელს ეძღვნება.
ამონარიდი: "მე რომ მარადონა ვიყო, მასსავით ვიცხოვრებდი".