მარკო როისი MLS-ის გუნდში ითამაშებს
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მარკო როისის მომავალი გუნდი ,,ლოს ანჯელეს გალაქსი'' იქნება. ინფორმაციას Bild ავრცელებს.
35 წლის ფეხბურთელი ამერიკულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
როისმა ,,დორტმუნდი'', სადაც კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა, 2023-2024 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.
გერმანელმა გასულ სეზონში ,,ბორუსიას'' მაისურით ჩატარებულ 42 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.
MLS-ის მიმდინარე სეზონში ,,ლოს ანჯელეს გალაქსი'' 43 ქულით დასავლეთ კონფერენციის მე-3 პოზიციაზეა.