მარკო ასენსიომ რეალის დატოვება გადაწყვიტა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მარკო ასენსიომ გადაწყვიტა, რომ "რეალ მადრიდთან" კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს. აღნიშნულ ინფორმაციას Relevo ავრცელებს. მათი თქმით, ასენსიოს მადრიდელებმა მაგიდაზე ახალი კონტრაქტი დაუდეს, თუმცა, მან ხელის მოწერაზე უარი თქვა. ამავე წყაროზე დაყრდნობით ესპანელი უახლოეს მომავალში ახალ კლუბთან მოაწერს ხელს.
🚨💣 BREAKING: Marco Asensio will LEAVE Real Madrid. @relevo pic.twitter.com/180vKZXdoj
— Madrid Xtra (@MadridXtra) May 26, 2023
ასენსიო ელოდა, რომ კლუბი კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებდა, თუმცა, ის გრძნობს, რომ კარლო ანჩელოტის გეგმებში არ შედის.
მარკოს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი სად გააგრძელებს თამაშს, მაგრამ იტალიის და ინგლისის რამდენიმე დიდმა კლუბმა მის მიმართ უკვე გამოიჩინა ინტერესი.