Belive

მარკინიოსი პსჟ-ის ისტორიული რეკორდსმენი გახდა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტურის მატჩში "პარი სენ-ჟერმენმა" "მონპელიეს" - 3:0 აჯობა და აქტივში მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.

აღნიშნული მატჩი საიუბილეო და ამავე დროს სარეკორდო გამოდგა გუნდის კაპიტნის, ბრაზილიელი ცენტრალური მცველის, მარკინიოსისთვის, რომელმაც პარიზელებთან ერთად რიგით მე-300 შეხვედრაში გაიმარჯვა. ამაზე მაღალი მაჩვენებელი "პსჟ-ის" ისტორიაში არცერთ სხვა ფეხბურთელს დაუფიქსირებია.

29 წლის მცველი პარიზულ გრანდში 2013 წელს "რომადან" გადაბარგდა და მას შემდეგ გუნდის შემადგენლობაში 419 მატჩი ჩაატარა, 38 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. მან 8-ჯერ ლიგა 1, 6-ჯერ საფრანგეთის თასი, 6-ჯერ ლიგის თასი, 7-ჯერ კი ქვეყნის სუპერ თასი მოიგო და 2020 წელს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ვერცხლის მედალსაც დაეუფლა - ფინალი გუნდმა მიუნხენის "ბაიერნთან" - 0:1 წააგო.

სხვა სტატიები