მარკ ბარტრა: "ერთ წუთში მწვერვალიდან უფსკრულში გადავეშვი"
3 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
მარკ ბარტრა არცერთხელ არ გაქცევია იმ პასუხისმგებლობას, რომ ტურნირის ბედის გადამწყვეტ გოლში დამნაშავე თავად გახლდათ. "მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლობა სრულიად ჩემზეა, ძალიან განვიცდიდი იმ დროსაც და ეს განცდა დღემდე მომყვება" მიუხედავად იმისა, რომ ბარტრასთვის ზემოთხსენებული მატჩი რთულად გასახსენებელია, სიამოვნებით იხსენებს თუ როგორ გაამხნევა შეხვედრის დასრულების შემდეგ იკერ კასილასმა. "იკერმა პროფესიონალურად გამამხნევა, ზუსტად იცოდა რა უნდა ეთქვა და რა არა, მაშინ გავაანალიზე. რომ კასილასი დიდებული პიროვნებაა. მისი მთავარი სათქმელი კი საბოლოოდ გახლდათ ის, რომ ადამიანები და მათ შორის სპორტსმენებიც შეცდომებზე სწავლობენ" "კასილასმა ასევე მითხრა, რომ ეს არ იყო შეცდომა - მისი თქმით, იმ მომენტში ფეხბურთელების უდიდესი ნაწილი გარეთთან ბინძური გზით გამკლავებას შეეცდებოდა და დაჯარიმდებოდნენ, ან საერთოდაც დანებდებოდნენ, მე კი მას ბოლომდე მივყვებოდი და არ დავნებდი" "იმ შეხვედრაში ჩემი გუნდის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი მე ვიყავი, თუმცა გარეთის გოლიდან გამომდინარე, ერთ წუთში მწვერვალიდან უფსკრულში გადავეშვი", - იხსენებს ბარტრა. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 16 აპრილს, კოპა დელ რეის ფინალში მადრიდის "რეალმა" "ბარსელონა", ანგარიშით - 2:1, დაამარცხა.