Belive

მარიო გიოტცე კარიერას ფრანკფურტის აინტრახტში გააგრძელებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პსვ ეინდჰოვენის'' ყოფილი ფეხბურთელი, მარიო გიოტცე ფრანკფურტის ,,აინტრახტში'' ითამაშებს. ინფორმაციას გერმანული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 30 წლის შემტევმა ფრანკფურტელებთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

,,აინტრახტში თამაშს მოუთმენლად ველი. ეს კლუბი არაჩვეულებრივად განვითარდა და ახლა საინტერესო, ამბიციურ გზაზე დგას. აქ ყველაფერი მომწონს - ქალაქი, სტადიონი გულშემატკივრები. ბუნდესლიგაში დაბრუნებასაც ველოდები, გარდა ამის, ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსი გვაქვს,'' - განაცხადა გიოტცემ.
მარიო გიოტცემ ბოლო ორი სეზონი ,,პსვ-ში'' გაატარა, სადაც ჩატარებულ 77 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა მიითვალა. ,,აინტრახტმა'' გასულ სეზონში ევროპა ლიგა მოიგო, ბუნდესლიგაში კი მე-11 ადგილი დაიკავა.  

სხვა სტატიები