მარიო ერმოსო ნაპოლიში არ გადავა
დღეს "ნაპოლიმ" სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილი ცენტრალური მცველი, მარიო ერმოსო ნაპოლიში არ გადადის. ერმოსოს კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს, ბოლო დღეებში კი ხშირად იყო საუბარი იმაზე, რომ კარიერას ნეაპოლში გააგრძელებდა.
Tuttosport აგრძელებს იმაზე ლაპარაკს, რომ ერმოსოსა და ნაპოლის შორის კავშირი არსებობს. დაცვის ხაზის დაკომპლექტება მარინისა და ბონჯორნოს შეძენის შემდეგ დასრულდა, ამიტომ ერმოსო არ არის ნაპოლის მიზნების ნაწილი - ნათქვამია ნაპოლის X-ზე გავრცელებულ განცხადებაში
Tuttosport continua a parlare di Hermoso al Napoli. La linea della difesa è stata completata con gli arrivi di Marin e Buongiorno. Il pur bravo Hermoso non fa parte degli obiettivi del Napoli
— Official SSC Napoli (@sscnapoli) July 24, 2024
სულ ცოტა ხნის წინ, "ნაპოლიმ" "ტორინოდან" ალესანდრო ბონჯორნო დაიმატა და მასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. იქამდე რაფა მარინი დაიმატა, ხოლო ფლანგის მცველების პოზიციაზე გუნდში კაპიტანი, დი ლორენცო დაიტოვეს, მარცხენა ფლანგზე შევსება კი სპინაცოლასგან მიიღეს.