Belive

ჯენოამ ბორნმუთთან 1:10 წააგო | იტალიელებმა შეხვედრა ერთობლივ ვარჯიშად შეაფასეს

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჯენოამ ბრიტანეთში გამართული რამდენიმედღიანი ტურნე ბორნმუთთან შეხვედრით დაასრულა, რომელშიც 1:10 დამარცხდა.

ამ მატჩმა ფეხბურთის ქომაგებში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მიზეზი ისაა, რომ კლუბები სრულიად განსხვავებულად აღწერენ იმას, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

ინგლისურმა კლუბმა შეხვედრას წინასასეზონო ამხანაგური მატჩი უწოდა. იტალიურ მხარეს კი სულ სხვა პოზიცია აქვს. ჯენოაში აცხადებენ, რომ ეს არ ყოფილა ნამდვილი ამხანაგური მატჩი და ის ბორნმუთის სავარჯიშო ცენტრში გამართულ ერთობლივ სავარჯიშო სესიად შეფასდა.

მათივე განმარტებით, დაპირისპირება ოთხ 30-წუთიან ტაიმად დაიყო, რომლებშიც ბორნმუთმა 1:0; 3:1; 3:0 და 3:0 იმარჯვა. Football Italia-ს ცნობით, დანიელე დე როსიმ (ჯენოას მწვრთნელი) მე-3 და მე-4 სესიებისთვის მოედანზე სრულიად ახალგაზრდული შემადგენლობა გაიყვანა.

ჯენოას ოფიციალურ ვებგვერდზე ანგარიშიც კი არ გამოქვეყნებულა, რადგან კლუბი შეხვედრას ამხანაგურად არ მიიჩნევს.