Belive

მაჰრეზი ჰოლანდზე: ,,ერთადერთი, რამაც გამაკვირვა, მის მიერ გატანილი გოლების რაოდენობაა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' შემტევმა, რიად მაჰრეზმა, უპასუხა შეკითხვას თუ რამდენად შეიცვალა ,,ქალაქელთა'' სათამაშო სტილი გუნდში ერლინგ ჰოლანდის გადასვლის შემდეგ:

,,არ ვფიქრობ, რომ სტილში დიდი ცვლილებაა. ცხადია, ერლინგი განსხვავებული ტიპის თავდამსხმელია, ისეთი, როგორიც სხვა დროს არ გვყოლია. ხანდახან შეგვიძლია, რომ პირდაპირ მასზე ვითამაშოთ, რადგან ფიზიკურად ძლიერი და მაღალია.

სხვა მხრივ, იმავე სტილით ვთამაშობთ, როგორც ადრე. ერთადერთი, რამაც გამაკვირვა მის მიერ გატანილი გოლების რაოდენობაა. ამას არ ველოდი. ერლინგი გუნდში დიდ როლს თამაშობს და ჩვენთვის ძალიან კარგი ფეხბურთელია,'' - მაჰრეზის სიტყვებს ,,მანჩესტერ სიტის'' ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

მიმდინარე სეზონში ერლინგ ჰოლანდის ანგარიშზე ,,ქალაქელთა” მაისურით ჩატარებულ 16 მატჩში 22 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები