Belive

მარჩინიაკი: ,,ტყუილია, რომ ალვარესის ბურთზე ორი შეხების შესახებ მბაპემ მითხრა''

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პოლონელმა მსაჯმა, შიმონ მარჩინიაკმა, ,,ატლეტიკოსა'' და ,,რეალის'' მატჩში ხულიან ალვარესის გაუქმებულ თერთმეტმეტრიანზე ისაუბრა:

,,VAR-ს სწორედ მე ვაცნობე, რომ 99%-იანი ალბათობით, ალვარესი პენალტის დარტყმისას ბურთს 2-ჯერ შეეხო, მათ კი ეპიზოდი საფუძვლიანად შეამოწმეს.

აბსოლუტურად მცდარია გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს, 2 შეხების შესახებ კილიან მბაპემ მიმითითა. სიმართლე გითხრათ, ჩემს სამსაჯო კარიერაში ასეთი შემთხვევა პირველად მქონდა. თუმცა, ფეხბურთელებმა ამ წესის შესახებ უნდა იცოდნენ.'' - შიმონ მარჩინიაკი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,რეალმა'' ,,ატლეტიკო'' პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

კარლო ანჩელოტის გუნდის მეტოქე 1/4-ფინალში ლონდონის ,,არსენალი'' იქნება.

სხვა სტატიები