Belive

Marca - ზაფხულში გვარდიოლა იამალს პირადად დაუკავშირდა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ზაფხულში ,,ბარსელონას'' ამომავალ ვარსკვლავს, ლამინ იამალს შესაძლო ტრანსფერზე ესაუბრა. ინფორმაციას მარკა ავრცელებს.

როგორც ესპანური გამოცემა წერს, 16 წლის ფეხბურთელმა შეთავაზებაზე უარი თქვა, რადგან წარმატების მიღწევა სწორედ კატალონიურ გუნდში სურს.

,,ბარსელონაში'' იამალის დებიუტი გასულ სეზონში, ,,ბეტისთან'', 15 წლისა და 290 დღის ასაკში შედგა.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ესპანელის ანგარიშზე 4 მატჩში 2 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები