ხავი კუბარსიზე: "17 წლის ბიჭი რომ ასეთ დონეზე თამაშობ, არ ხარ ნორმალური..."
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, ,,პარი სენ ჟერმენთან'' მოგებული მატჩი შეაფასა და პირადად შეაქო 17 წლის ვუნდერკინდი მცველი - პაუ კუბარსი, რომელმაც შეძლო და კილიან მბაპეს წინააღმდეგ საოცარი მატჩი ჩაატარა.
"პაუ კუბარსი წარმოუდგენელი ფეხბურთელია. ის მბაპეს წინააღმდეგ მსოფლიო დონის იყო...
17 წლის ბიჭისთვის არ არის ნორმალური ასეთი თამაში, ის უბრალოდ გენიალურია. სიტყვები არ მყოფნის მის დასახასიათებლად. ის განსაკუთრებულ დონეზეა.
ეს ყველაფერი უბრალოდ სიგიჟეა და ძალიან ბედნიერი ვარ მისი აღმოჩენით..." - ხავი
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მას შემდეგ, რაც 17 წლის პაუ კუბარსი პირველად "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, ბლაუგრანა არცერთ მატჩში არ დამარცხებულა.
"ბარსელონასა" და "პსჟ"-ს საპასუხო მატჩი 16 აპრილს "ბარსელონაში" გაიმართება.