Belive

Marca: ცნობილია, რა ნომრით ითამაშებს ენდრიკი რეალში

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

17 წლის ბრაზილიელი ტალანტი, ენდრიკი, რომელიც მომავალი სეზონიდან ,,რეალს'' შეუერთდება, ,,სამეფო გუნდში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ინფორმაციას Marca ავრცელებს.

მადრიდული გრანდის ღირსებას ბოლოს ამ ნომრით ქარიმ ბენზემა იცავდა (2010-2023 წლებში).

ოფიციალურად უცნობია, რამდენი გადაიხადა ,,სამეფო გუნდმა'' ენდრიკის სანაცვლოდ, თუმცა რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, სატრანსფერო თანხა 72 მილიონ ევრომდეა.

2023 წელს 17 წლის შემტევმა ,,პალმეირასის'' მაისურით ჩატარებულ 53 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები