Belive

ლუკა დონჩიჩი რეალში მბაპეს შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,დალას მავერიქსის'' ლიდერს, ლუკა დონჩიჩს, რომელიც NBA-ში ,,რეალიდან'' გადავიდა, მადრიდულ გრანდში კილიან მბაპეს შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჰკითხეს:

,,მბაპესთან ერთადაც და მის გარეშეც, ჩვენ ბევრი ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია!'' - ლუკა დონჩიჩი

დღეს მარკამ დაწერა, რომ ,,რეალსა'' და მბაპეს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ფრანგი ზაფხულში ,,სამეფო კლუბს'' შეუერთდება.

მიმდინარე სეზონში 25 წლის შემტევის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 31 შეხვედრაში 32 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

Transfermarkt-ის მონაცემებით, კილიანის სატრანსფერო ღირებულება 180 მილიონი ევროა.

სხვა სტატიები