კარლოს ალკარასმა ყველა დროის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
21 წლის ესპანელმა სუპერვარსკვლავმა ჩოგბურთელმა - კარლოს ალკარას გარფიამ, ყველა დროის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
სოციალურ ქსელში მისი მისამართით არაერთი სახალისო ფოტო დაიდო და არაერთი ადამიანისგან განხილვის საგანი გახდა - ამის მიზეზი კი მხოლოდ ერთადერთია, ის რომ მან 5 საუკეთესო ფეხბურთელში ლეო მესი არ დაასახელა.
"ფეხბურთი ძალიან მიყვარს, ბავშვობიდან ვუყურებ და მადრიდის "რეალის" დიდი გულშემატკივარი ვარ.
რაც შეეხება ჩემს საუკეთესო 5 ფეხბურთელს - აუცილებლად დავიწყებ კრიშტიანუ რონალდუთი, გავაგრძელებ სერხიო რამოსით, მესამესაც "რეალის" ლეგენდას - მოდრიჩს ვიტყვი.
აი ახლა კი ვიფიქრებ... მეოთხე საუკეთესო ფეხბურთელად რონალდინიოს დავასახელებ - მართალია მე მისი თამაშები კარგად არ მახსოვს, რადგან ძალიან პატარა ვიყავი, თუმცა მისი სათამაშო სტილი ძალიან მომწონს და მუდამ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, როდესაც მის ვიდეოებს ვუყურებ.
მეხუთე ფეხბურთელის თქმა ცოტა მიჭირს, თუმცა რადგან რონალდინიო ვთქვი, აქვე ნეიმარსაც ვიტყვი, რომელსაც სტილით ყველაზე მეტად ვამსგავსებ რონალდინიოს..." - კარლოს ალკარასი
21 წლის კარლოს ალკარასს უკვე 17 ტიტული აქვს მოპოვებული, საიდანაც 4 დიდი სლემის ტურნირია.