Belive

MARCA: "რონალდუმ ალ ნასრში მეისონ გრინვუდის ტრანსფერი მოითხოვა"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ესპანური მედია "Marca" იუწყება, კრიშტიანუ რონალდუმ ალ ნასრში თავისი ყოფილი თანაგუნდელის - მეისონ გრინვუდის ტრანსფერი მოითხოვა.

მარკას ინფორმაციით, რონალდუს ძალიან სურს, რომ 23 წლის ინგლისელი მისი თანაგუნდელი კიდევ ერთხელ გახდეს და შეტევა გააძლიეროს, რათა უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს.

თუმცა, ამ ტრანსფერს მეორე მხრივ მარსელი არ ეგუება, რადგან მათ ძალიან სურთ, რომ გრინვუდი საფრანგეთში დარჩეს და კვლავ მათი კლუბის რიგებში ირიცხებოდეს, თანაც - გრინვუდმა გასული სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა და ლიგა 1-ში 21 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო, რაც ლიგაში მეორე საუკეთესო შედეგი იყო.

შეგახსენებთ, რომ მეისონ გრინვუდი და კრიშტიანუ რონალდუ 2021/2022 წლების სეზონში ერთად მანჩესტერ იუნაიტედში ირიცხებოდნენ, რა პერიოშიც ერთობლივად 17 მატჩში მიიღეს მონაწილეობა.

სხვა სტატიები