მარადონას ტელეფონს ექსპერტიზა ჩაუტარდება
3 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
- მარადონას პირად ექიმს, 39 წლის – ლეოპოლდო ლუკეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
- ლეოპოლდო ლუკეს ბრალად ედება არაგანზრახ მკვლელობა, დახმარების არ გაწევა და ავადმყოფის მეთვალყურეობის გარეშე დატოვება
- გარდაცვალების გამომწვევი გარემოებების დასადგენად, მარადონას მობილურ ტელეფონს ექსპერტიზა ჩაუტარდება
მარადონას პირად ექიმს, 39 წლის – ლეოპოლდო ლუკეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს და გამოძიება მიმდინარეობს. მას ბრალად ედება არაგანზრახ მკვლელობა, დახმარების არ გაწევა და ავადმყოფის მეთვალყურეობის გარეშე დატოვება, ასევე მარადონას ქალიშვილს ექიმის კვალიფიკაციაში ეჭვი შეეპარა. გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ექიმის სახლსა და სამუშაო კაბინეტში ჩხრეკა ჩაატარა და მობილური ტელეფონები, კომპიუტერები დ დოკუმენტაცია, მათ შორის მარადონას ავადმყოფობის ისტორია ამოიღო. შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს, დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. არგენტინული მედიის თანახმად, მარადონას გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. დიეგო არმანდო მარადონას ტრაგიკულ გარდაცვალებას მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების გარდა არაერთი გამორჩეული ადამიანი გამოეხმაურა - განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა რომის პაპ ფრანცისკესა და ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის - პელეს გამოსამშვიდობებელი სიტყვები.