"მარადონას სახელობის სტადიონი ნაგავსაყრელია" - აურელიო დე ლაურენტისი
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი საფეხბურთო ბიზნეს ფორუმზე იმყოფებოდა, სადაც სიტყვით გამოვიდა და ნეაპოლელთა საშინაო სტადიონს ნაგავსაყრელი უწოდა.
მარადონას სახელობის სტადიონი ნაგავსაყრელია. პსჟ-ც კი თამაშობს სტადიონზე, რომელიც მათ არ ეკუთვნით, ისინი იმავე თანხას იხდიან, რასაც ნაპოლი მუნიციპალიტეტს უხდის, მაგრამ მათი სტადიონი წელიწადში 100 მილიონს გამოიმუშავებს.
90-იან წლებში სან პაოლოზე (ნაპოლის სტადიონის ყოფილი სახელი) სრული კატასტროფა მოახდინეს. ახლა, თამაშის პარალელურად, სტადიონი უნდა განვაახლო, რაც ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. სხვებს ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 14 მილიონის გამომუშავება შეუძლიათ და ამ ნაგავსაყრელ სტადიონზე ჩვენ შეგვიძლია მაქსიმუმ 3 მილიონის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ხალხი მთხოვს, რომ ვიყიდო მოთამაშეები და სხვებს კონკურენცია გავუწიო. - აურელიო დე ლაურენტისი - ნაპოლის პრეზიდენტი
მინდა სტადიონი, რომელსაც 8 000 საპარკინგე ადგილი, 70 000 მაყურებლის ტევადობა და 120 ვიაპ ლოჟა ექნება. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სტადიონის აშენებას პირადად დავაფინანსებდი, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ვინც ამბობს, რომ ხალხი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოვა, სიმართლეს არ შეესაბამება. ხალხს სტადიონზე მოსვლა თავიანთი მანქანით სურთ, მატჩის შემდეგ კი ყველაფერი უსაფრთხოდ უნდა დასრულდეს.
ვესაუბრე სავიანოს (ჟურნალისტი) და მითხრა: ნდრანგეტას (მაფიოზური დაჯგუფება) და კამორას კლუბების ხელში ჩაგდება სურთ, სად მივდივართ? ბატონი ჩეფერინი და ბატონი ინფანტინო ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ ეროვნული ლიგები არ გაუფასურდეს, რადგან ამ ყველაფრის გათვალისწინებით მხოლოდ ნაპოლი, რომა, ინტერი, მილანი და იუვენტუსი დარჩებიან. ამ შემთხვევაში, რა აზრი ექნება ახალი სტადიონების აშენებას, თუ მათ გარშემო ყველაფერი ინგრევა? საბოლოოდ, მაშინ მხოლოდ ევროპის ჩემპიონატი ჩავატაროთ და თამაშის წესები შევცვალოთ. - აურელიო დე ლაურენტისი - ნაპოლის პრეზიდენტი
Aurelio De Laurentiis è sicuro: “Lo stadio #Maradona di #Napoli è un semi-cesso” https://t.co/1pAK4IQ4mN
— NN | Napoli Network (@NapoliNetworkX) November 7, 2025