მანუელ აკანჯი: "როგორ შეიძლება არსენალთან თამაშის გეშინოდეს?!"
დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგა 2026 წელს პირველად გვიბრუნდება. მე-7 ტურის ცენტრალური მატჩი მილანში გაიმართება, სადაც ინტერი პირველადგილოსან არსენალს უმასპინძლებს.
ინგლისელმა ჟურნალისტმა სიტის ყოფილ და ამჟამად ინტერის მცველს - მანუელ აკანჯის, საინტერესო კითხვა დაუსვა, ეშინია თუ არა უძლიერესი არსენალის, რომელიც ობიექტურად მიმდინარე სეზონში ყველაზე ძლიერი გუნდია, რაზეც 30 წლის შვეიცარიელმა საინტერესო პასუხი გასცა.
"როგორ შეიძლება სიტის ყოფილ ფეხბურთელს არსენალის შემეშინდეს, ან რა ლოგიკით... წელს ნამდვილად კარგი გუნდია არსენალი, თუმცა მე არასდროს არცერთი მეტოქის არ შემშინებია...
არსენალი არ არის ევროპაში ყველაზე ძლიერი გუნდი. ჩემთვის ევროპაში ყველაზე ძლიერი გუნდი მიუნხენის ბაიერნია..." - მანუელ აკანჯი
შეგახსენებთ, რომ მილანელებს გამარჯვება ძალიან სჭირდებათ, რადგან 8 გუნდში ადგილი გაინაღდონ, არსენალი კი 16 ქულით პირველ პოზიციაზე იმყოფება და სავარაუდოა, რომ მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაასვენონ, რადგანაც წინ პრემიერ ლიგის ტიტულის ბრძოლისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩებია.
მატჩი 20 იანვარს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.