მანეს თავმდაბლური სიტყვები, როდესაც აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
4 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"სიმართლე გითხრათ, მირჩევნია ფეხბურთი ვითამაშო, ვიდრე ამდენი ადამიანის წინაშე ვილაპარაკო. ძალიან ბედნიერი და ამასთან, ძალიან ამაყი ვარ. მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს და განსაკუთრებით ჩემს ბიძას, რომელიც აქ იმყოფება. ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ სენეგალელს, რომელმაც მხარი დამიჭირა. მე სენეგალის ძალიან პატარა სოფელში დავიბადე, რომელსაც ბამბალი ეწოდება და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მაცხოვრებელი ახლა მე მიყურებს," აღნიშნა მანემ.საინტერესო ფაქტია ის, რომ "ლივერპულის" მომავალი ვარსკვლავის მშობლებს სურდათ, მათი შვილი მათემატიკის მასწავლებელი გამხდარიყო, ხოლო სადიო მანეს კი ფეხბურთელობა სურდა. მისი არავის სჯეროდა, რის გამოც, 16 წლის ასაკში სახლიდან გაიქცა კიდეც.