მანჩესტერ იუნაიტედი რასმუს ჰოილუნის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს იხდის
,,მანჩესტერ იუნაიტედი'' ,,ატალანტას'' შემტევის, რასმუს ჰოილუნის ტრანსფერზე მუშაობს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ,,წითელი ეშმაკები'' მზად არიან, ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო (აქედან 10 მილიონი ბონუსის სახით) გადაიხადონ.
,,ატალანტას'' დანიელის ტრანსფერში მინიმუმ 70 მილიონის მიღება სურს. მისი გადაბირებით ,,პარი სენ ჟერმენიც'' ინტერესდება, თუმცა, როგორც რომანო წერს, ,,მანჩესტერმა'' ფეხბურთელთან კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა.
ჰოილუნმა სერია A-ს გასულ სეზონში ,,ატალანტას'' მაისურით ჩატარებულ 32 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
Understand Manchester United sent 1st verbal proposal to Atalanta for Rasmus Højlund for €60m package 🚨🔴
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 26, 2023
Bid structure is €50m fixed fee plus €10m add-ons.
Atalanta always wanted at least €70m fee.
🇫🇷 PSG keep insisting with Højlund’s camp — Man Utd already agreed terms. pic.twitter.com/P2PCYqSuYA