მანჩესტერის ქალი გულშემატკივრები გრინვუდის დაბრუნებით უკმაყოფილონი არიან
"მანჩესტერ იუნაიტედის" ქალი გულშემატკივრები მეისონ გრინვუდის გუნდში დაბრუნებით უკმაყოფილონი არიან და აცხადებენ, რომ ახალგაზრდა ინგლისელი მათთან აღარ უნდა თამაშობდეს.
Some Manchester United women players are deeply 'uncomfortable' with the idea of Mason Greenwood returning to the club.
— SPORTbible (@sportbible) February 9, 2023
Via @SarahShepSport pic.twitter.com/U2UYf8wk5z
მეისონ გრინვუდს ბრალი შეყვარებულზე ძალადობაში ედებოდა და დააკავეს კიდეც. თუმცა, თავისუფლების აღკვეთიდან 1 წლის შემდეგ, 21 წლის ფეხბურთელს, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ბრალდება მოეხსნა.
ამ თემასთან დაკავშირებით The Athletic-თან "მანჩესტერის" ქალ მხარდაჭერთა გუნდის დამფუძნებელმა ნატალი ბარელმა ისაუბრა:
"ვფიქრობ ის ჩვენ გუნდში არ უნდა თამაშობდეს. "მანჩესტერი" მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გუნდია. მისი დაბრუნებით გუნდი ძალიან ცუდ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს ყველფერი წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რასაც ჩვენი ფანკლუბი ცდილობს. გუნდის მხრიდან კარგი საქციელი იქნება თუ მას გაყიდიან ან სხვა კლუბში გაანათხოვრებენ."
ვრცელდება ჭორები, რომ მანჩესტერელთა შემტევი კარიერის გაგრძელებას ჩინეთში აპირებს.
აღსანიშნავია, რომ ბრალდების წაყენების შემდეგ, Nike-მა მალევე გაწყვიტა გრინვუდთან ურთიერთობა. თუმცა, იმის გამო რომ ინგლისელი დამნაშევედ არ სცნეს, ფეხბურთელმა კომპანიასთან ურთიერთობა კვლავ აღადგინა.
მეისონ გრინვუდი “მანჩესტერ იუნაიტედის” აკადემიის აღზრდილია და 2019 წლის შემდეგ მთავარ გუნდში ირიცხებოდა, რა პერიოდშიც 129 მატჩში 35 გოლის გატანა და 12 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.